სტარტაპი
31/10/2022

ახალი ფინანსური წყარო ქართული სტარტაპებისთვის - საქართველოში Isari Ventures ოფიციალურად დაფუძნდა

ახალი ფინანსური წყარო ქართული სტარტაპებისთვის - საქართველოში Isari Ventures უკვე ოფიციალურად დაფუძნდა, როგორც პოლსენის ოჯახის ევროპული საინვესტიციო ჰოლდინგი.

აღსანიშნავია, რომ Isari Ventures-ის მიერ საქართველოში დაფუძნებული სარისკო კაპიტალის ფონდი რეგიონალური და გლობალური პოტენციალის მქონე ქართულ სტარტაპებში ინვესტირების ჩადების მიზნით შეიქმნა. ინიციატივა ფოკუსირებული იქნება კრეატიულ ქართულ დამფუძნებლებზე, რომლებიც ოპერირებენ “pre-product market fit” ეტაპზე.

„ვაფუძნებთ Isari Ventures-ს, რათა ვუზრუნველვყოთ დამატებითი მხარდაჭერა ქართველ მეწარმეთა სწრაფად მზარდი ეკოსისტემისთვის, რომელიც კრეატიული მეთოდებით და აზროვნებით უკვლავდება მსოფლიოს გლობალურ გამოწვევებს. Isari Ventures-ი ამ სტარტაპებს ფინანსურ და სტრატეგიულ დახმარებას გაუწევს და Isari-ის რესურსების გამოყენებით ხელს შეუწყობს პერსპექტიული ინოვაციების განვითარებას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“ - განაცხადა Isari Ventures - ის დირექტორმა და საბჭოს წევრმა ჟან-ფრედერიკ პოლსენმა.

ცნობისთვის, Isari Ventures- მა რამდენიმე ქართულ სტარტაპში ინვესტიცია უკვე განახორციელა, მათ შორის უახლესი ინვესტიციებია PHUBBER-  მოდასთან დაკავშირებული ონლაინ საცალო ვაჭრობის მდგრადობაზე ორიენტირებული ფლატფორმა, OMOFOX - ციფრული სატვირთო ექსპედიტორი და KERNEL - ციფრული აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფა SMB-თვის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022