სოფლის მეურნეობა
07/09/2023

"ვფიქრობ, ვენახის დამცავი ბადეების შეძენა ფერმერს ძალიან გაუჭირდება" - მილორაულის მარანი

კახეთში მოსულმა სეტყვამ, არაერთი ფერმერი მნიშვნელოვნად დააზარალა.

როგორც ახმეტაში მდებარე "მილორაულის მარნის“ დამფუძნებელი, სანდრო მილორავა "ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, სეტყვა კახეთში პირველი შემთხვევა არ არის და მის საკუთრებაში არსებული ვენახები 1 თვის წინ მოსულმა ნალექმა, მათ შორის სეტყვამ  მნიშვნელოვნად დააზარალა.

მისი ინფორმაციით, ვენახები სადაზღვეო კომპანია „ალდაგშია“  დაზღვეული. სტიქიის შემდეგ კი ზარალის სრულად შეფასება მოხდა, რის მიხედვითაც, 60% - თეთრი, ხოლო 40% -  წითელი ყურძენი დაზიანდა. "მილორაულის მარანი" ანაზღაურების მოლოდინშია. 

"ბადეების შესახებ გამიგია, რომელიც ვენახს სეტყვისაგან იცავს. ვფიქრობ, რომ ეფექტური იქნება, ვინაიდან ეს მთელ მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა.

თუმცა, ისეთ თანხებზეა საუბარი, რომ ფერმერს მისი გადახდა, მაშინ როდესაც რამდენიმე ჰა ფართობზეა საუბარი, ძალიან გაუჭირდება.“ -აცხადებს მილორავა.

"მილორაულის მარნის“ დამფუძნებლის განცხადებით, სახელმწიფომ მსგავს შემთხვევებში, ფერმერს სხვადასხვა დაფინანსებითა და თანადაფინანსების შესაძლებლობა უნდა მისცეს, რათა მოხდეს ბადეებისა თუ სხვადასხვა თავდაცვის საშუალებების შეძენა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 2 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა.

დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარება 3 სექტემბერს, სტიქიის მეორე დღიდან დაიწყო. მევენახეები შპს "მოსავლის მართვის კომპანიას"  დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ. 

რაც შეეხება ვენახის დამცავ ბადეებს, მას  სხვადასხვა კომპანია, მათ შორის "აგრობადე" აწარმოებს და საშუალოდ, 1 კვადრატულის ფასი 1 ლარს შეადგენს. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023