სოფლის მეურნეობა
04/10/2023

"სულ ვცდილობთ, რომ რაღაც ახალი დავნერგოთ, რითაც გავზრდით მოსავალს და ჩვენი ხორბლის ხარისხს" - ბაქარ მუმლაძე

თანამედროვე ფერმერ ბაქარ მუმლაძეს ხუთი წელია მარნეულში ხორბალი   მოჰყავს, თანაც წარმატებულად – მისი მოსავალი ხშირად აღებისთანავე რეალიზებულია. ხარისხის გარდა, ბაქარი არც მოსავლის სიუხვეს უჩივის. „5 წლის წინ ჩვენთან კარგ მოსავლად 5 ტონა ითვლებოდა. ჩვენ უკვე მივაღწიეთ იმას, რომ ჰექტარზე, საშუალოდ, 8 ტონა მოგვყავს”, – ამბობს ის.

ბაქარ მუმლაძე ფიქრობს, რომ შედეგების გაუმჯობესებაში დიდი წვლილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას მიუძღვის. მისი მეშვეობით ახერხებს ის მიწის სწორად დამუშავებას, აგროვადების დაცვას – დროულად დათესვასა თუ მოსავლის აღებას. ბაქარისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ხორბლის სათესლე მასალის, სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების ხარისხი. და, რაც მთავარია, თავის საქმიანობაში აუცილებლად მიაჩნია მუდმივი სწრაფვა სიახლეებისკენ.

„ჩემი აზრით, თანამედროვე ფერმერი უნდა ცდილობდეს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ჯიშების გამოცდას. სულ ვცდილობთ, რომ რაღაც ახალი დავნერგოთ, რითაც გვაზრდით მოსავალს და ჩვენი ხორბლის ხარისხს“, – აღნიშნავს ის.

ბაქარ მუმლაძე თავის მეურნეობასა და მიდგომებზე მეტს „აგროსფეროს“ რუბრიკაში „თანამედროვე ფერმერი“ გვიყვება.

ნახეთ თანამედროვე ფერმერის, ბაქარ მუმლაძის ისტორია

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023