სოფლის მეურნეობა
24/10/2023

"საქრძე" - რძისა და რძის პროდუქტების მნიშვნელოვან გაძვირებას აღარ ველოდებით

„ჩვენ უკვე გადავიარეთ პიკური პერიოდი და რძისა და რძის პროდუქტების  მნიშვნელოვან გაძვირებას აღარ ველოდებით“-ამის შესახებ რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, კახა კონიაშვილმა "ბიზნესპარტნიორის" გადაცემაში განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების წარმოება სეზონურობით ხასიათდება.

„გაზაფხულზე და ზაფხულში ადგილობრივი ჭარბი რძე გვაქვს და ზამთრის პერიოდში, მისი დეფიციტია. შესაბამისად, ზამთარში იმატებს თავად ნედლეულის  ფასი და შესაბამისად ამას მოყვება საბოლოო პროდუქტის  ღირებულებაც.  თუმცა, წელს არამგონია რომ ისეთ ტენდენცია იყოს,  როგორც გასულ ორ წელში. იმიტომ რომ ძალიან დიდი ზრდა იყო ადგილობრივ ნედლ რძეზე. ეს განპირობებული იყო რამდენიმე ფაქტორით. მათ შორის,  იმით რომ მიგრანტების შემოსვლის ფონზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა რძეზე და რძის პროდუქტებზე, მეორე ის იყო, რომ მსოფლიოში საომარი მოქმედებების ფონზე, ლოგისტიკური პრობლემები არსებობდა, მესამე მიზეზი კი ის გახლდათ, რომ რძე და რძის ფხვნილის გაძვირება  მთელ მსოფლიოში დაფიქსირდა.“- აღნიშნა კახა კონიაშვილმა.

agropartner.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023