სოფლის მეურნეობა
19/09/2023

"საირიგაციო სექტორისთვის ახალი ტარიფები დადგინდა, თუმცა, ფერმერებს არსებულზე მეტის გადახდა არ მოუწევთ"

"ბოლო წლებში, წყალმა რეზერვუარებში მოიკლო, რამაც გასარწყავიანებაზე გავლენა მოახდინა. ამიტომ, ორიენტირებულები ვართ არსებული რესურსის ეფექტიანად გამოყენებაზე,“- ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ (სემეკი), დავით ნარმანიამ განაცხადა.

მიმდინარე წლის ზაფხულის მიწურულს, სემეკ-მა საირიგაციო წყლის მიწოდების წესები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, მიმწოდებლისა და მომხმარებლების ვალდებულებები განისაზღვრა, დაწესდა ნორმები, რომლითაც გამჭვირვალე და სამართლიან პრინციპებზე დაფუძნებული მომსახურების პირობები უზრუნველყოფილი იქნება. 

როგორც სემეკის თავმჯდომარე განმარტავს,  ამ საკითხზე სემეკი მელიორაციის კომპანიასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად აქტიურად თანამშრომლობდა. აქედან გამომდინარე, მელიორაციის ნაწილში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებსა და მელიორაციის კომპანიებს შორის არსებული დავა, სემეკში განიხილება.  

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე კატეგორიის მომხმარებელი გამოიყო, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება, ასევე მელიორაციაზე განთავსებული ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც ამ წყალს იყენებენ, თევზსაშენი მეურნეობები და რამდენიმე წარმოება, რომელიც თავისი ტექნოლოგიური ციკლიდან გამომდინარე წყალს იყენებს. თუმცა ნარმანიას მტკიცებით, მათთვის პრიორიტეტული სასოფლო სამეურნეო დანიშნულებით წყლის გამოყენებაა.

„საქართველოს მელიორაცია, სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით ძალიან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, რომლითაც სარწყავი წყლის ინფრასტრუქტურა ყოველწლიურად უმჯობესდება,  თუმცა პროექტები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, რადგან რეგიონები არსებობს, სადაც სარწყავი ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია და ამაზე მოთხოვნაც არის.

ძირითადად საჭიროება აღმოსავლეთი საქართველოდან მოდის, მაშინ როდესაც მელიორაციის კომპანიას დასავლეთ საქართველოში პირიქით დაშრობის საკითხი უდგას," -აცხადებს ნარმანია.

როგორც სემეკის თავმჯდომარე განმარტავს,  ტარიფები, რომელიც საირიგაციო სექტორისთვის არის დადგენილი, სემეკმა 12 წლის წინ შეიმუშავა, როდესაც მეთოდოლოგიური ბაზა არ ჰქონდათ. ახლა კი, მეთოდოლოგიის შემუშავება მოხდა, რისი მიხედვითაც ახალი ტარიფები დადგინდა, თუმცა სემეკის თავმჯდომარის მტკიცებით, ფერმერებს არსებულზე მეტის გადახდა არ მოუწევთ.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023