სოფლის მეურნეობა
06/09/2023

პროგრამის "დანერგე მომავალი" ფარგლებში, 2000 ჰა-ზე მეტი ინტენსიური და სუპერინტენსიური ბაღია გაშენებული

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 2000 ჰა-ზე მეტი ინტენსიური და სუპერინტენსიური ბაღია გაშენებული. 

"გარდა ამისა, სამაცივრე მეურნეობების მოწყობაშიც აქვთ ჩვენი მხარდაჭერა, მხოლოდ შიდა ქართლში ათეულობით სამაცივრე მეურნეობაა მოწყობილი. ეს მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის, რათა ჰქონდეთ სტანდარტების შესაბამისად მოსავლის შენახვის და შემდგომ უკვე ეტაპობრივად რეალიზაციის პირობები“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ასევე დაათვალიერა ვაშლის მოსავლის ამღები თანამედროვე სტანდარტების ტექნიკა, რომელიც ფერმერმა სახელმწიფო თანადაფინანსებით შეიძინა. შპს „იბერია გრუპი“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში  10 ჰა-ზე ფლობს ვაშლის ბაღს, მათ შორის, პროგრამის „დანერგე მომავალი“  მხარდაჭერით, 2021 წელს, 5 ჰა-ზე გააშენა ვაშლი და მოაწყო ჭაბურღილი, რისთვისაც  სოფლის განვითარების სააგენტოდან მიიღო  თანადაფინანსება 50,000 ლარი. 10 ჰა-ზე გაშენებულ ვაშლის ბაღში  სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობისათვის კომპანიამ 2023 წელს ისარგებლა  შეღავათიანი აგროკრედიტით და პროგრამით „დანერგე მომავალი“, საიდანაც მიიღო თანადაფინანსება  64,000 ლარი.  კომპანია მიღებული მოსავლის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.

ფერმერმა ირაკლი ედილაშვილმა აღნიშნა, რომ ბაღის დაზღვევა თითოეული ფერმერისთვის აუცილებელია, მითუმეტეს როდესაც ეს პროცესი ფინანსურად გაცილებით გამარტივებულია და დაზღვევის დაახლოებით 70%-ს სახელმწიფო აფინანსებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023