სოფლის მეურნეობა
13/07/2020

ოქროს ფოთოლმა აღდგენილი ჩაის პლანტაციიდან წელს პირველი მოსავალი მიიღო

კომპანია „ოქროს ფოთოლმა“ აღდგენილი ჩაის პლანტაციიდან წელს პირველი მოსავალი მიიღო.

პლანტაცია, რომელიც ხონის რაიონში დაახლოებით 25 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული ჩაის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში აღდგა. მოსავლის რაოდენობა წელს მინიმალურია - მოკრეფილი ფოთლის ჯამური ოდენობა 25 ტონას არ აღემატება, თუმცა კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, მომავალი წლებისთვის ჩაის პლანტაცია უფრო გაჯანსაღდება და შესაბამისად მოცულობები უფრო გაიზრდება. ადგილზე მოწყობილია მცირე საწარმოც, სადაც ნედლი ფოთლის გადამუშავება ხდება. კომპანიის გათვლებით 25 ტონა მოსავლიდან საშუალოდ 7 ტონა მზა პროდუქციის მიღებას შეძლებენ.

"საწარმო ავაშენეთ აღვჭურვეთ დანადგარებით და ვცდილობთ განვითარება არ შევწყვიტოთ.  ჯერ რა თქმა უნდა ყველანაირი ტექნიკა შეძენილი არ არის, თუმცა ალბათ უახლოეს პერიოდში საწარმოო ხაზების უფრო გათანამედროვებას და გაფართოვებას შევძლებთ. ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული და ამ კომპონენტში სახელმწიფოს იმედი გვაქვს", - აცხადებს კომპანია „ოქროს ფოთოლის“ დირექტორი, ირაკლი ცერცვაძე.

კომპანია მიწების საბაზრო ფასად პრივატიზების პროგრამაში ჩართვასაც გეგმავს. მეწარმე განმარტავს, რომ მთავრობის მხრიდან პროგრამის შესახებ მეტი დეტალის გაჟღერების შემდეგ პრივატიზების პროცესში ჩაერთვებიან. მისივე მტკიცებით, საკუთრებაში არსებული მიწა მათ საშუალებას მისცემს საბანკო სესხებით ისარგებლონ და მეურნეობა გააფართოვონ.

შეგახსენებთ გიორგი გახარიას განცხადებით მეწარმეები, რომლებიც, წლების განმავლობაში საიჯარო პირობებს სახელმწიფოს წინაშე, პირნათლად ასრულებდნენ მიწების შეძენას  პირდაპირი მიყიდვის ფორმით საბაზრო ფასად შეძლებენ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023