სოფლის მეურნეობა
10/07/2020

KTW: რქაწითელის ფასი მთავრობის ჩარევის გარეშე წელს ძალიან დაბალი იქნებოდა

არსებული საბაზრო ვითარების ფონზე რთველის სუბსიდირებას დროულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს კახური ტრადიციული მეღვინეობა. KTW ჯგუფის დამფუძნებლის განმარტებით, რქაწითელის ღირებულება მთავრობის ჩარევის გარეშე წელს ძალიან დაბალი იქნებოდა.

მისივე თქმით, კახური ტრადიციული მეღვინეობის საწარმო რთველის სუბსიდირების პროცესში აქტიურად ჩაერთვება. 

"ვფიქრობ სახელმწიფო სუბსიდირება და ჩარევა დროული და სწორია, ვინაიდან საბაზრო ვითარებიდან გამომდინარე ფასის კლება იქნებოდა.სახელმწიფო ჩარევამ არა მხოლოდ შეინარჩუნა ფასი, არამედ შარშანდელზე მეტი. ვფიქრიბ, რომ ჩვენი ჯგუფისთვოის ეს იქნება საინტერესო და მივიღებთ ამ რთველში მონაწილეობას. შევეცდებით, ჩვენი ქარხნები მაქსიმალურად დავტვირთოთ და გადავამუშაოთ ყურძენი," - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ რთველის სუბსიდირების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მთავრობა აცხადებს, რომ წელს რქაწითელისა და კახური მწვანეს ჯიშის ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023