სოფლის მეურნეობა
28/09/2023

"ქართული ხორბალი": მცირე მეწარმეებისთვის, ბაზარზე დამკვიდრება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული

"მცირე და მიკრო მეწარმეებისთვის ქართულ ბაზარზე დამკვიდრება  დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული"-ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან" გაერთიანება "ქართული ხორბალის" დამფუძნებელმა, ლალი მესხმა განაცხადა.

გაერთიანება, მცირე მეწარმეებს წარმოადგენს. მათი მიზანი, უძველესი ჯიშებისა და ენდემების აღდგენა და გამრავლება, ტრადიციული პურ-ცხობის გაცოცხლება და ქართული ხორბლის პოპულარიზაციაა.

როგორც "ქართული ხორბალის" დამფუძნებელი აღნიშნავს, სექტორს ბევრი გამოწვევა აქვს, თუმცა განსაკუთრებით დიდი გამოწვევის წინაშე დგანან ის საოჯახო მეურნეობები, რომლებიც წარმოებას ახლა იწყებენ, ბაზრისთვის ახლები არიან და შესაბამისად, მათთვის ბაზარზე თავის დამკვირდება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მათ შორისაა, მოსავლის მოყვანასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე სირთულეს წარმოადგენს პროდუქტის რეალიზაციაც. 

"გაერთიანება, "პურის ფესტივალის" თანადამფუძნებელია, რომელიც 2018 წლიდან აქტიურად ტარდება. ვფიქრობ, ასეთი ღონისძიებები, ისეთ მცირე და მიკრო მეწარმეებს, რომლებიც პირველ ნაბიჯებს ახლა დგამენ, მათ პოპულარიზაციასა და განვითარებაში ეხმარებათ.

ფესტივალი როდესაც დავაარსეთ, ჯამში მხოლოდ 4 მეწარმე გვყავდა. ახლა კი, მხოლოდ ჩვენი გაერთიანების ქვეშ, 7 მეწარმეა წარმოდგენილი,"-აცხადებს ლალი მესხი.

მისივე ცნობით, გაერთიანება "ქართული ხორბალი" ღვინის მეწარმეებთანაც აქტიურად თანამშრომლობს, რადგან როგორც მესხი განმარტავს, ღვინო და პური ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გაერთიანება აქტიურად მუშაობს შიდა ხარისხის სტანდარტსა და კონტროლის მექანიზმზე, რათა სამომავლოდ ყველა მეწარმის ერთი ბრენდის ქვეშ მოქცევა და პროდუქციის რეალიზაცია შეძლონ.

ცნობისთვის, გაერთიანება „ქართული ხორბალი“ ქართული ხორბლის უძველესი ჯიშებისა და ენდემების აღდგენასა და გამრავლებაზე, ასევე ტრადიციული პურ-ცხობის გაცოცხლებასა და ზოგადად, ქართული ხორბლის კულტურების პოპულარიზაციას ახდენს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023