სოფლის მეურნეობა
02/09/2023

კახეთის რეგიონში, რთველი 2023-ის ფარგლებში გადამუშავებულია 8 ათას ტონამდე ყურძენი

კახეთის რეგიონში, რთველი 2023-ის ფარგლებში  გადამუშავებულია 8 ათას ტონამდე ყურძენი.

„რთველი ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის. ეს პირველ რიგში ეხება სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებს, სადაც ტრადიციულად ადრე მწიფდება ყურძენი. ძალიან აქტიურობს კერძო სექტორი, რაც დადებითი მოვლენაა, რომ სახელმწიფო ნაკლებად ერევა ყურძნის შესყიდვის პროცესში. თუმცა, სახელმწიფო მზად არის მიიღოს კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძენი, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნება მოთხოვნა და ფერმერებს 1 კილოგრამში 90 თეთრი გადაუხადოს. მომავალი კვირიდან მოსავლის დაბინავების პროცესში ჩაერთვებიან სხვა მუნიციპალიტეტები და რთველი უფრო აქტიური იქნება კახეთის რეგიონის მასშტაბით“ - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

გადამუშავებული ყურძნიდან 3,6 ათას ტონამდე რქაწითელი, 3 ათას ტონამდე საფერავი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირებულია 170 ღვინის საწარმო, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველი 2023-ის ფარგლებში, სახელმწიფო რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირებას  განახორციელებს.  აღნიშნული გადაწყვეტილება,  25 ათასამდე მევენახე ფერმერს და 500-მდე ღვინის მწარმოებელს საქმიანობის გაგრძელების მოტივაციას და განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023