სოფლის მეურნეობა
19/09/2023

"ღვინის ტურები კარგი შესაძლებლობაა, გავრცელდეს ინფორმაცია ქართული ღვინის კულტურის შესახებ"

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations” ორგანიზებით, საქართველოს  გერმანიიდან ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები, ინფლუენსერები და ბლოგერები სტუმრობდნენ.

ტურების ფარგლებში, სტუმრები  კახეთსა და ქართლში, ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებში იმყოფებოდნენ, სადაც  ქართულ ღვინოებს და  ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს გაეცნენ. ტურის მონაწილეების შთაბეჭდილებები და შეფასებები  გერმანულ გამოცემებსა და სხვადასხვა ბლოგზე ვრცელდება, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე.

„ასეთი ტურები, ჟურნალისტებთან, ინფლუენსერებთან და ბლოგერებთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის შესაძლებლობა, გავრცელდეს ინფორმაცია ქართული ღვინის კულტურის შესახებ. ჟურნალისტები მომხმარებლებისთვის ქართული ღვინის შესახებ სხვადასხვა სტატიას დაწერენ, ინფლუენსერები აქვეყნებენ ამის თაობაზე ბლოგებსა და ინფორმაციას სოციალურ ქსელში. მათ გამომწერებად ახალგაზრდების დიდი ჯგუფი ჰყავთ. ჯგუფის წევრები არიან ჟურნალისტებიც, რომლებიც ზოგჯერ ისეთი მედია საშუალებისთვის წერენ, რომელსაც, შესაძლოა, შედარებით ასაკოვანი მომხმარებელი კითხულობს და, მეორე მხრივ, ინფლუენსერები, რომლებიც უფრო ახალგაზრდებისთვის აკეთებენ ამას“, - აღნიშნა  “ff.k Public Relations”-ის კონსულტანტმა სვენია გუნტერმა.

გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და  ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარი.

ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, გერმანულ მარკეტინგულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობა  2021 წლიდან დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიური ღონისძიებებით  გრძელდება.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023