სოფლის მეურნეობა
20/07/2020

ღვინის 13-მა კომპანიამ საექსპორტო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა

ღვინის და ალკოჰოლური სასმელების 175 კომპანიიდან საექსპორტო მოთხოვნები 13-მა ვერ დააკმაყოფილა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში საექსპორტო პროდუქციის ინსპექტირება განხორციელდა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ 175 კომპანიაში. სულ აღებული იყო 427 ნიმუში, სერტიფიკატის მიღებაზე უარი ეთქვა 13 კომპანიას.

საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიაში ჩატარდა 118 დეგუსტაცია. სულ წარმოდგენილი იყო 4131 ნიმუში, მათგან უარყოფითად მხოლოდ 202 შეფასდა.

ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლი რეგულარულად ხორციელდება

შესაძლო ფალსიფიცირების გამოსავლენად, 2020 წლის დასაწყისში, ღვინისა და სპირტიანი სასმელების წარმოების ტექნიკურ რეგლამენტებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა.

ცვლილებებით, ღვინო და ალკოჰოლიანი სასმელები ნახშირბადის სტაბილური იზოტოპის თანაფარდობაზე შემოწმდება, რაც განსაზღვრავს პროდუქცია არის თუ არა ყურძნისეული წარმოშობის.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023