სოფლის მეურნეობა
24/08/2022

ევროკავშირში ქართულ ნატურალურ თაფლზე მოთხოვნა იზრდება

ქართულ ნატურალურ თაფლზე მოთხოვნა იზრდება, ძირითადი საექსპორტო ბაზარი კი ევროკავშირია.

იანვარ-ივლისში ექსპორტზე 486 ათასი დოლარის თაფლი გავიდა, 22%-ით მეტი ვიდრე შარშან ამავე პერიოდში.

რეალიზებული თაფლიდან ყველაზე დიდი რაოდენობის თაფლი ბულგარეთში გავიდა, თუმცა ღირებულებითი მაჩვენებლით საფრანგეთი ლიდერობს. ბულგარეთში ქართული თაფლის საექსპორტო ფასი დაახლოებით 2.89 დოლარია, საფრანგეთში კი 5.8 დოლარი.

  • საფრანგეთი - $202 240 - 34.8 ტონა
  • ბულგარეთი - $195 180 - 67.42 ტონა
  • ისრაელი - $30 100 - 4.77 ტონა
  • არაბთა გაერთიანებული საემიროები - $18 430 - 2.18 ტონა
  • იაპონია - $16 360 - 1.23 ტონა

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოდან ექსპორტზე ჯამში 652 210 დოლარის 172 ტონა ნატურალური თაფლი გავიდა, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 122 550 დოლარს (21 ტონა) შეადგენდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები