საზოგადოება
29/03/2023

ზუგდიდს ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის ქაღალდისა და მუყაოს სეპარირების საპილოტე პროექტისთვის შეძენილ იქნა სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა, კერძოდ - 175 ერთეული 1,100 ლიტრიანი ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერი და 1 ერთეული 7 მ3 კუბიანი მანქანა, ასევე 1 ერთეული საპრესი დანადგარი და 1 ერთეული მექანიკური დამტვირთველი.

ქალაქ ზუგდიდში, ტექნიკური აღჭურვილობის გადაცემის პროცესს ესწრებოდნენ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, ზუგდიდის მხარის რწმუნებულის მოადგილეები ნინო ვიბლიანი და დავით კუხალეიშვილი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია.

ქაღალდის/მუყაოს სეპარირების საპილოტე პროექტის განხორციელების დაწყება მიმდინარე წლის პირველ ნახევარში არის დაგეგმილი. პროექტი მიზნად ისახავს ქაღალდის/მუყაოს სეპარირებულ შეგროვებას ქ. ზუგდიდში - წინასწარ განსაზღვრულ  ადგილებში განთავსებულ ლურჯი ფერის 1,100 ლიტრიანი კონტეინერების საშუალებით, რომლის შესახებაც მომზადდება საპილოტე ტერიტორიების რუკა. ნარჩენების შეგროვების ძირითად ადგილებად შეირჩევა შემდეგი ტიპის ორგანიზაციები და ინსტიტუციები:

 

  • დიდი მარკეტები, მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები;
  • სკოლები და სხვა სასწავლო დაწესებულებები;
  • საჯარო დაწესებულებები;
  • ცენტრალური ადგილები.

შეგროვებული ნარჩენების ტრანსპორტირება განხორციელდება სპეციალურ საწყობში შესაბამისი ნარჩენების შესაგროვებელი მანქანით, სადაც მოხდება მათი დაპრესვა და მომზადება სარეალიზაციოდ. შემდგომში, სეპარირებული მუყაო/ქაღალდი შესყიდულ იქნება გადამამუშავებელი კომპანიების მიერ -  მათი ხელახლა გამოყენების მიზნით. 

ქაღალდის და მუყაოს სეპარირების საპილოტე პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ნარჩენების სეპარირებულად შეგროვების პრაქტიკის დანერგვას.

საპილოტე პროექტი “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II” (ISWM II) შემადგენელი ნაწილია და  ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის ფედერალური მთავრობის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023