საზოგადოება
03/04/2023

ჟვანიას მოედანზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით სხვა ადგილებზე გაჩერდება

ზურაბ ჟვანიას მოედანზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გაჩერებების ადგილმდებარეობა დროებით შეიცვალა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პეკინის გამზირიდან ზურაბ ჟვანიას მოედნისკენ მიმავალი ტრანსპორტი პეკინის გამზირისა და კანდელაკის ქუჩის კვეთასთან, ხოლო ჟიული შარტავას ქუჩიდან ჟვანიას მოედნისკენ მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სიმონ კანდელაკის ქუჩა N5-თან, ჟვანიას მოედნის გადაკვეთამდე გაჩერდება.

რაც შეეხება იური გაგარინის ქუჩიდან ზურაბ ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მათთვის გაჩერების ადგილი უცვლელი რჩება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023