საზოგადოება
13/10/2022

"ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფმა" "სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან" მემორანდუმი გააფორმა

ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის მფლობელ კომპანია „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფსა“ და ა(ა)იპ „სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მხარეების მიზანია აჭარის რეგიონში სკოლამდელი აღზრდის ბავშვთა და სკოლის მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდისა და სასკოლო სპორტის განვითარება, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერებაში სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, დამკვიდრება და განვითარება, ისეთი ღონისძიებებისა და აქტივობების ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს მოზარდების სულიერ და ფიზიკურ განვითარებას.

მემორანდუმის ფარგლებში, Wondernet Express Investment Group განახორციელებს პირველ შენატანს 50 000 ლარის ოდენობით, რომელიც დაეხმარება ფონდს, რომ აჭარაში ჩამოაყალიბოს და შექმნას სასკოლო ლიგა, ბათუმში განახორციელოს პროექტი - „ჩვენი უბნის სტარტები“ და სხვა სპორტული აქტივობები.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს „Wondernet Express Investment Group”-ის გენერალურმა დირექტორმა - მამუკა მურჯიკნელმა და „სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი“-ს პრეზიდენტმა - ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ღონისძიებას დაესწრო ბათუმის მერი - არჩილ ჩიქოვანი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ბადრი ნაკაშიძე.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023