საზოგადოება
14/09/2023

ვიდეო-ელექტრონული კურსი მათთვის ვისაც გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების საკითხებით არის დაინტერესებული

ვროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, შექიმნა ვიდეო-ელექტრონული კურსი, რომელიც მიმოიხილავს ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს.

სამწუხაროდ, საზოგადოებაში დღესაც არსებობს გენდერულ როლებთან დაკავშირებული სტერეოტიპები, ასევე ხშირია ადრეულ ასაკში ქორწინება, ქალებსა და გოგონებზე ძალადობა, ამასთან ერთად, საკმაოდ იშვიათია ქალების ჩართულობა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე. სწორედ ამიტომ, ამ ინიციატივის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო გენდერულ სტერეოტიპებსა და საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე ხმამაღლა სასაუბროდ.

ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა 17 ვიდეოგაკვეთილი,რის მეშვეობითაც საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მიეღო ინფორმაცია შემდეგ თემებზე: 

  • Სქესი და გენდერი
  • გენდერული უთანასწორობის ძირითადი საკითხები
  • ქალთა ძირითადი უფლებები დღეს
  • Საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები
  • ადრეულ ასაკში ქორწინება
  • ოჯახში ძალადობა 
  • სექსუალური შევიწროება 

ვიდეოგაკვეთილების მოსმენის შედეგად, მსმენელი გაიუმჯობესებს ცოდნას ძალადობის შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების კუთხით და ასევე, შეიმეცნებს, რა აუცილებელი პირობა უნდა არსებობდეს გენდერულ-ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბებისთვის. 

ინიციატივის ფარგლებში მომზადებული ვიდეოგაკვეთილები შეგიძლიათ იხილოთ ამ  ბმულზე

პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. მეტი ინფორმაცია პროექტის შესახებ:www.gretaproject.ge

ეს მასალა მომზადებულია ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ვიდეო-ელექტრონული კურსის ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის შეხედულებებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023