საზოგადოება
21/01/2021

ვაქცინის შესაძლო გვერდით მოვლენებს დეტალურად შევისწავლით - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის სამინისტრო კორონა ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესში ვაქცინის შესაძლო გვერდით მოვლენებს დეტალურად შეისწავლის, - ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

"ყველა ვაქცინაზე, ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს ახასიათებს გვერდითი რეაქციები. ამაზე დაწესდება ძალიან დეტალური და მკაცრი მონიტორინგი. გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული ანგარიშგების ვალდებულება გლობალურად გვაქვს. არსებობს ფარმაკო ზედამხედველობის ცენტრი, სადაც უნდა გაიგზავნოს ეს ინფორმაცია გვერდითი რეაქციების შესახებ",- აღნიშნა გაბუნიამ.

საქართველო ვაქცინის პირველი პარტიის მისაღებად ემზადება. როგორც ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, ქვეყანა მზადაა ყველა ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის მისაღებად. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში პირველ ეტაპზე Pfizer-ის ვაქცინა შემოვა, შემდეგ კი, AstraZeneca-ს ვაქცინა.

პირველ ეტაპზე ყველაზე მაღალი რისკის სამიზნე ჯგუფების ვაქცინაცია იგეგმება, მათ შორის, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები, ხანდაზმულები.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023