საზოგადოება
12/08/2021

ვაქცინაცია რეგისტრაციის გარეშე - დიდ უნივერსიტეტებში ამცრელი ცენტრები გაიხსნება

ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დიდ უნივერსიტეტებში ამცრელი ცენტრები გაიხსნება, სადაც მსურველები ვაქცინაციას რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ.

როგორც დაავადების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, ასეთი ცენტრები მომავალი კვირიდან თბილისის, ქუთაისის, ბათუმის უმაღლეს სასწავლებლებში გაიხსნება.

"ხვალ ასეთი ამცრელი ცენტრი გაიხსნება ტექნიკური უნივერსიტეტის სივრცეში, რომელიც 10 ბრიგადით იქნება დაკომლექტებული, ის აფილირებულია რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან. ცენტრებში შესაძლებელი იქნება ვაქცინაცია წინასწარი ჩაწერის გარეშე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ასეთი ამცრელი ცენტრი უკვე გაიხსნა მცხეთაში.

ამირან გამყრელიძემ მოუწოდა მოსახლეობას აქტიურად მიმართონ ასეთ ამცრელ ცენტრებს. მისი თქმით, ქვეყანაში მოქმედებს 184 ასეთი სამედიცინო დაწესებულება 354 ბრიგადით. 

მან ასევე აღნიშნა ვაქცინაციის გააქტიურების საკითხზე.

"დღეს ვაქცინაციის რეკორდული მაჩვენებელი იყო 26 000-მდე, მომდევნო დღეებშიც მაჩვენებელი 23 000 ფარგელბშია, 15 აგვისტოს შემდეგ კი ეს აქტივობა იკლებს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023