საზოგადოება
09/02/2023

უნგრეთში საქართველოს ელჩად თამარ ლილუაშვილი დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უნგრეთში საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს თამარ ლილუაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"პრემიერმა თამარ ლილუაშვილს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, თამარ ლილუაშვილმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

თამარ ლილუაშვილი ამ დრომდე ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა. ასევე სხვადასხვა დროს იყო ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო მრჩეველი, ასევე საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტო Invest in Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი; იყო ასევე საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრი SCIS-ის პროგრამების კოორდინატორი, შემდეგ კი დირექტორი (ატლანტა, აშშ.) ასევე იყო საზოგადოებრივ საქმეთა და სამთავრობო ურთიერთობების საკონსულტაციო ფირმა The Edison Group–ის კონსულტანტი. (ატლანტა აშშ)", - აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023