საზოგადოება
09/12/2020

უფასო კურსები, ტრენინგები და ოლიმპიადები – BTU აბიტურიენტებისთვის ახალ ინიციატივას აანონსებს

კურსები, ტრენინგები და სხვადასხვა საინტერესო და საჭირო აქტივობები საჩუქრად – ეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალი ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ აბიტურიენტს შეეძლება სრულიად უფასოდ მიიღოს მის მიერ არჩეულ აქტივობაში მონაწილეობა. BTU პროექტის განხორციელებას 2021 წლის იანვიდან იწყებს და ის მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. აბიტურიენტებისთვის მონაწილეობა სრულიად უფასოა. ტრენინგებსა და კურსებში მონაწილეობისთვის მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციაა საჭირო, რაც ნებისმიერი აბიტურიენტისთვის ხელმისაწვდომია.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც ამ ეტაპზე სამ საბაკალავრო პროგრამას სთავაზობს აბიტურიენტებს, აღნიშნული კურსების გავლის შედმეგ შესაბამის სერტიფიკატებს გასცემს. კონკურსში გამარჯვებულებს კი სპეციალური ჯილდო გადაეცემათ. შეთავაზებული აქტივობები საკმაოდ მრავალფეროვანია და მათგან სასურველის არჩევა სხვადასხვა ინტერესების მქონე აბიტურიენტებს შეუძლიათ.

აბიტურიენტებისთის დაგეგმილ აქტივობებს შორისაა:

  • მათემატიკის ახალი ოლიმპიადა მოსწავლეებისთვის და მათი მასწავლებლებისთვის, რომლის გამარჯვებული მოსწავლე და მასწავლებლებიც ფულად ჯილდოს მიიღებენ.
  • ჰაკათონი მომავალი IT სპეციალისტებისთვის - ონალინ ღონისძიება, რეალური პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო საინტერესო გზების ძიება და გამარჯვებულების დაჯილდოვება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ;
  • გადამზადების სასერტიფიკატო კურსი ციფრულ მედია მარკეტინგში: Google, YouTube, Facebook, Instagram, TikTok და სხვა საშუალებების ეფექტურად გამოყენებისთვის;
  • გადამზადების სასერტიფიკატო კურსი ბიზნესკომუნიკაციებში: როგორ ვიპოვოთ პირველი სამსახური, როგორ შევადგინო CV, როგორ დავწერო სამოტივაციო წერილი, რის შესახებ ვისაუბრო გასაუბრებაზე და როგორ წარვმართო საქმიანი კომუნიკაცია;
  • გადამზადების სასერტიფიკატო კურსი კიბერუსაფრთხოებაში: როგორ დავიცვა კიბერჰიგიენა ყოველდღიურ ცხოვრებაში;
  • პროფესიული ორიენტაცია - ტრენინგები პროფესიის სწორად არჩევისთვის: მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი პროფესიების შესახებ დისკუსია და განხილვა მომავალი პროფესიის შესახებ სწორი არჩევანის გასაკეთებლად;
  • ტრენინგები პირველი ბიზნესის დასაწყებად: როგორ შევქმნა საკუთარი სტარტაპი სტუდენტობის პირველივე დღიდან და გავხადო ჩემი კომპანია წარმატებული.

აქტივობებში ჩართვის მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე: +995 571 003 056

და ან გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე

ყველა აქტივობის დაწყების თარიღები, ინფორმაცია ტრენერების, ხანგრძლივობის, პრიზების და სხვა საკითხების შესახებ ეტაპობრივად გაზიარდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ.

რაც შეეხება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, ესენია: ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის პროგრამა, საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამა, ფინანსების პროგრამა. თითოეული მათგანი სტუდენტებს სთავაზობს ცოდნას, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე განათლების სისტემის მოთხოვნებსა და გამოწვევებს და ამასთან, წარმატებით დასაქმების გარანტიადაც მოიაზრება. უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები უკვე არიან საერთაშორისო თუ ადგილობრივი მოწინავე კომპანიების თანამშრომლები. მათი ნაწილი კი წარმატებით უძღვება საკუთარ საქმეს. ამ პროცესში დიდი როლს თამაშობენ BTU-ს მრავალრიცხოვანი პარტნიორები.

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023