საზოგადოება
01/01/2021

თურნავა გაზრდილ ენერგოტარიფზე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მოცემულობა არცერთმა ოჯახმა არ იგრძნოს

ეკონომიკის მინისტრი ახალ წელს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრს ეწვია და ღამის ცვლაში მომუშავე თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა.

სადისპეტჩერო ცენტრში ნათია თურნავა მართვის ფარის მუშაობას გაეცნო, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზეა პასუხისმგებელი. ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში 24-საათიანი უწყვეტი მორიგეობაა – ცვლაში მორიგეობს სამი დისპეტჩერი, რომლებიც ახორციელებენ მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან ოპერატიულ მოლაპარაკებებს; ელექტროსადგურების, ქვესადგურების და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ოპერირებას ნორმალურ და ავარიულ სიტუაციებში; ელექტროსადგურებში სიმძლავრის ბალანსების კონტროლს და ექსპორტ-იმპორტის გრაფიკების დაცვასა და მონიტორინგს.

„სწორედ აქედან არის უზრუნველყოფილი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ოჯახების უწყვეტი ენერგომომარაგება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ოჯახი საქართველოში უსაფრთხოდ და საიმედოდ იყოს მომარაგებული და აგრეთვე იმისთვის, რომ ელექტროენერგია ხელმისაწვდომი იყოს მიუხედავად ყველა ცვლილებისა ტარიფში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ახალი მოცემულობა არცერთმა ოჯახმა არ იგრძნოს,“ - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა გასული წლის ბოლოს დაანონსა, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გაკოტრების რეჟიმიდან მალე გამოვა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023