საზოგადოება
24/02/2023

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი: ამ მძიმე დღეს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ამ მძიმე დღეს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ქართული დელეგაციის ყველა წევრს, საქართველოს და ქართველ ხალხს, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოს მთავრობამ რეგიონში პირველივე დღეს  გაგზავნა სამაშველო ჯგუფი, რომლებსაც დიდი წვლილი აქვთ მიწისძვრით დაზარალებულების გადარჩენაში.

„6 თებერვალს კაჰრამანმარაშში მოხდა ორი ძლიერი მიწისძვრა. ამასთან ერთად რამდენიმე დღის შემდეგ ქალაქ ჰათაიში მოხდა დიდი მიწისძვრა. სამმა ძლიერმა მიწისძვრამ რეგიონს დიდი ზარალი მიაყენა. პირველივე დღიდან ჩვენმა მოძმე ქვეყანამ, საქართველომ პირველივე დღიდანვე დახმარების სურვილი გამოთქვა,  გამოაგზავნა დახმარება და სამაშველო ჯგუფი.

საქართველოს პრემიერმინისტრი გუშინ ჩამოვიდა, შეხვდა ჩვენს პრეზიდენტს და მიუსამძიმრა. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩამობრძანდა მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ ჰათაიში და გაიზიარა ჩვენი ტკივილი. ამ მძიმე დღეს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ქართული დელეგაციის ყველა წევრს, საქართველოს და ქართველ ხალხს. ასევე მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობის მიერ გამოგზავნილ სამაშველო ჯგუფს, რომლებიც პირველი დღიდან ჩამოვიდნენ და გვეხმარებოდნენ. მათ დიდი წვლილი აქვთ მიწისძვრით დაზარალებულების გადარჩენაში. ღმერთმა ქნას, რომ მსოფლიოში მსგავსი ტრაგედია არ დატრიალდეს“, - განაცხადა ფათიჰ დონმეზმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023