საზოგადოება
17/09/2021

წყალტუბოს სანატორიუმებში მცხოვრებ 420 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

წყალტუბოს 15 სანატორიუმში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ 420 ოჯახს ბინები გადაეცა. საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად 37 მლნ ლარი დაიხარჯა. 

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დევნილებისთვის განკუთვნილი ბინები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. 

“წლების განმავლობაში, წყალტუბოში, 15 სანატორიუმში იძულებით გადაადგილებული პირები ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 37 მლნ ლარი დახარჯა იმისთვის, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აეშენებინა. 2020 წელს 100 ოჯახს უკვე გადაეცა ბინები და დღეს 420 ოჯახს გადავცემთ ამ ძალიან ლამაზ ბინებს. 

რა თქმა უნდა, ერთის მხრივ გილოცავთ ყველას ახალმოსახლეობას, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენი მთავარი მიზანი და ოცნებაა, დავბრუნდეთ სახლებში, აფხაზეთში და ცხინვალში“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დევნილები წყალტუბოს სანატორიუმებში მძიმე პირობებში, ნგრევად შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. მათი განსახლების მიზნით, 560 ოჯახზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. 140 ბინა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს 2020 წელს გადაეცათ, ხოლო 420 დევნილი ოჯახი ახლა განსახლდა. 

წყალტუბოში ასობით დევნილი ოჯახი, ყოფილი სანატორიუმების ერთ ოთახში, რამდენიმე კვადრატულ მეტრში, უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა. ბინების გადაცემის შემდეგ კი, მათი განსახლების პრობლემა სრულიად გადაიჭრება. 

ყველა სანატორიუმი, სადაც დევნილები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, დაიხურება. 

წყალტუბოში 8 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. 

ოჯახებს საცხოვრებელი ბინები სრული რემონტით ჩაბარდათ. მოეწყო მისასვლელი გზები და პარკირების ადგილები. ტერიტორიაზე ასევე მოეწყო გამწვანების ზოლი და ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცე. საცხოვრებელი ბინები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023