საზოგადოება
17/03/2023

წოდორეთი, ნიჩბისი, ნაფეტვრები - მცხეთის რომელ სოფლებში შეკეთდება წელს გზები

მცხეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე წელს 20 მილიონ 141 ათასი ლარი დაიხარჯება. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის გზის  საფარის სიგრძე 189.6 კილომეტრია, საიდანაც  საგზაო სტანდარტებს მხოლოდ 30 პროცენტი აკმაყოფილებს.

პროგრამის თანახმად, პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული  დაზიანებული ამორტიზებული გზების კაპიტალური შეკეთება-რეაბილიტაცია, მათ შორის ხიდების, ბოგირების, ტროტუარების, ბორდიურების, საყრდენი კედლების და სხვა ნაგებობების.

დასახელებული ბიუჯეტიდან დაახლოებით 13 მილიონი გზის კაპიტალურ შეკეთებას მოხმარდება.

კონკრეტული სოფლების მიხედვით გეგმები ასეთია: სოფ. ნიჩბისში შიდა საუბნო გზის ბეტონის საფარით მოწყობა; სოფელ სასხორში საავტომობილო სახიდე გადასასვლელის მოწყობა; შიდა საუბნო გზების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა სოფლებში: წოდორეთი,  ნაფეტვრები (ნაფეტვრები 2), წინამძღვრიანთკარი,   საგურამო, ზაქარო,  გალავანი,  მსხალდიდი,  ძეგვი (ნაკურთხევის გზა), ციხისძირი, მისაქციელი, წილკანი, წეროვანი;  შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია ქ. მცხეთაში და სოფლებში: კოტორაანთკარი, ხოდაბუნები, ქსოვრისი, მუხრანი, მისაქციელი, ძალისი, მუხათგვერდი; ქ. მცხეთაში, ნიჩბოსნობის ბაზასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია; ქ. მცხეთაში, რუსთაველის ჩიხის რეაბილიტაცია.

გზების კეთილმოწყობისთვის 6 მლნ 352 ათსი ლარია გამოყოფილი. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება  ტროტუარების,  ბორდიურების  მოწყობა, გზების  გამწვანება, მიმდინარე შეკეთება, საყრდენი კედლების  მოწყობა-რეაბილიტაცია.

დაგეგმილია გზებზე ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების მონტაჟი; სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების მოწყობა; მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების მიმდინარე შეკეთება; სოფელ საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმამდე მისასვლელი გზის გამყოფი ზოლის კეთილმოწყობა; ტროტუარებისა და ბორდიურების რეაბილიტაცია ქ. მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე (არსენას ძეგლიდან მტკვარზე არსებულ ხიდამდე და ფოსტიდან არსენას ძეგლის ხიდამდე); ფოსტიდან სვეტიცხოვლის შესასვლელამდე (გამსახურდიას ქუჩის დასაწყისი);  შადრევნიდან ბაზრის ჩასახვევამდე; ქ. მცხეთაში გარე განათებისა და ტროტუარების მოწყობა ბებრის ციხიდან ნარეკვავამდე, ქ. მცხეთაში, კოსტავას ქუჩაზე  ტროტუარების,  ბორდიურების და საყრდენი კედლების რეაბილიტაცია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023