საზოგადოება
27/12/2020

წინასაახალწლოდ ნაძვის ხეების მოპოვება-რეალიზაციაზე კონტროლი გამკაცრდა

წინასაახალწლოდ წიწვოვან ხე-მცენარეების მოპოვება, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციაზე კონტროლი გამკაცრდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გაძლიერებულ მონიტორინგს 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ. განსაკუთრებულად გამკაცრებულია კონტროლი იმ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია. დეპარტამენტის ცნობით, აქტიურად მოწმდება ისეთი ადგილები, სადაც წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხე-მცენარეები ან ტოტები იყიდება.

20 დეკემბრიდან დღემდე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამცხე-ჯავახეთში წიწვოვანი სახეობის ნაძვისა და ფიჭვის ხეების უკანონო ჭრის 8 ფაქტი ტყის ფონდის ტერიტორიაზე, აჭარისა და გურიაში კი ნაძვის ხეების უკანონო მოპოვების 1 ფაქტი რეალიზაციის ადგილზე გამოავლინა. 

წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში (მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „ველური ბუნების სააგენტოს“ სანერგეში), პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან იმპორტირებულია. რეალიზატორმა უნდა წარადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. 

წიწვოვნების უკანონოდ მოპოვება, ტრანსპორტირება-რეალიზაციის წესის დარღვევაზე საჯარიმო სანქცია 200 ლარიდან 2000 ლარამდეა. საჯარიმო თანხას ემატება ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობაც, თუ ზიანის ოდენობა აღემატება 1000 ლარს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მნიშვნელოვანი ზიანის დროს, სისხლის სამართლის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, საქმე იგზავნება სამართალდამცავ ორგანოებში.

მოქმედებს ცხელ ხაზიც - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია). 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023