საზოგადოება
25/08/2021

"ციფრული მედია და კომუნიკაცია" - IBSU საქართველოში ახალ სამაგისტრო პროგრამას იწყებს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის "ციფრული მედიისა და კომუნიკაციის" ახალმა სამაგისტრო პროგრამამ, სრული ოთხწლიანი აკრედიტაცია მიიღო. პროგრამა აშშ-ს საელჩოს „მედიაგანათლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის „ციფრული მედიისა და ამბის თხრობის“ სამაგისტრო პროგრამის ანალოგიით მომზადდა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამა, უნიკალურია ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში. ეს არის პირველი მცდელობა სამაგისტრო საფეხურზე ციფრული მედიისა და ციფრული კომუნიკაციების  სწავლების. მისი კომპეტენციები რელევანტურია არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ბაზრისთვის. 

პროგრამის მიზანია მოამზადოს სწრაფად ცვალებად ციფრულ გარემოში თანამედროვე მედიაინდუსტრიის შესაბამისი კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც გარდა თეორიული ცოდნისა, ფლობენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს; ვიზუალური ამბის თხრობის ხერხებსა თუ ფორმებს; სხვადასხვა პლატფორმების მომზადებისა და მულტიმედია მასალების შექმნის უნარს; სოციალურ მედიაში პიარ კამპანიების დაგეგვის უნარს; კვლევის წარმოებისა და სოციალური მედიის ანალიტიკის უნარს; მონაცემთა დამუშავებისა და მათი ვიზუალიზაციის უნარს და ა.შ.

სამაგისტრო პროგრამა შექმნილია ნებისმიერი სპეციალობის ადამიანებისთვის, ვისაც სურს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სფეროს სიღრმისეულად შესწავლა. განკუთვნილია როგორც მათთვის, ვინც საბაკალავრო საფეხურზე სწავლობდა ჟურნალისტიკას/მასობრივ კომუნიკაციას, ისევე მათთვისაც, ვინც გადაწყვეტს მაგისტრატურის საგანმანათლებლო საფეხურზე სპეციალობის შეცვლასა და ახალი პროფესიის დაუფლებას.

კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმება, როგორც ონლაინმედიაში, ასევე ტრადიციულ მედიაორგანიზაციებში (ტელევიზია, გაზეთი, ჟურნალი, საინფორმაციო სააგენტო); საჯარო, კერძო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში, მულტიმედიაჟურნალისტებად, პროდიუსერებად, სოციალური მედიის მენეჯერებად და ა.შ.

"ციფრული მედიისა და კომუნიკაციის"  ახალი სამაგისტრო პროგრამა  შეფასებულია უცხოელი ექსპერტების მიერაც. 6 გამოხმაურება მიიღო ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან.

პროგრამა სექტემბერში უკვე მიიღებს პირველკურსელებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023