საზოგადოება
24/09/2020

"წესების დაცვით და არა ეკონომიკის გაჩერებით უნდა შევუშალოთ ხელი ვირუსის გავრცელებას"

გიორგი გახარია წესებისა და დიციპლინის დაცვის მნიშნელობაზე აცხადებს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქეები სწრაფად დაუბრუნდნენ აქტიურ ეკონომიკურ ცხოვრებას და ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ.

„სწრაფი დაბრუნება ჩვენი მოქალაქეების ნორმალურ ცხოვრებაში ნიშნავს იმას, რომ გამოჯანმრთელებული მოქალაქეები სწრაფად უნდა დაუბრუნდნენ აქტიურ ეკონომიკურ ცხოვრებას. სწორედ, აქტიური ეკონომიკური ცხოვრება და სამუშაო ადგილების შენარჩუნება იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც ჩვენ სწრაფად დავიწყეთ შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად, ფრთხილად, მაგრამ საკმაოდ სწრაფად სხვებთან შედარებით", - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსი არსად წასულა.

"უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ ელემენტარული წესები ჰიგიენის, დავიცვათ დისტანცია. რაც უფრო მაღალი დისციპლინა გვექნება ამ მოთხოვნების დაცვაში, მით უფრო დაბალი გვექნება გავრცელება და მით უფრო ნაკლები იქნება დაწოლა როგორც ეკონომიკაზე, ისე ჯანდაცვის სისტემაზე. ჩვენ აქაც, ადაპტაციის და მართვის ეტაპზეც უნდა ვიყოთ მაქსიმალურად დისციპლინირებულები იმისთვის, რომ მოვიგოთ დრო, სანამ მსოფლიოში გლობალურად შეიქმნება ვაქცინა და არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ცალკე აღებული რომელიმე სახელმწიფო, მათ შორის საქართველო დაამარცხებს ვირუსს,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, მკაცრი წესებით, დისციპლინით, მაგრამ არა შეზღუდვებით და ეკონომიკის გაჩერებით, ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას.

"უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ მკაცრი წესებით, დისციპლინით, მაგრამ არა შეზღუდვებით და ეკონომიკის გაჩერებით, ჩვენ ელემენტარული წესების დაცვით, პირბადით, დისტანციით ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც თეორიულად შეიძლება იყოს დაწესებული, იქნება მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური. ეს არ იქნება სისტემური შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით, ეს ვერ იქნება სისტემური შეზღუდვები ჩვენი ცხოვრების ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ეკონომიკა, განათლება, ან თუნდაც პოლიტიკური პროცესი, საარჩევნო პროცესი,“- განაცხადა პრემიერმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023