საზოგადოება
06/02/2023

წელს იუსტიციის სახლის 4 ახალი ფილიალი ამოქმედდება

რეგიონებში  იუსტიციის  ახალი სახლების მშენებლობა და განახლება მიმდინარეობს. როგორც იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჟანიძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა,  რამდენიმე დღეში  ახალი მობილური იუსტიციის სახლი უკვე სამცხე-ჯავახეთის რეგიონშიც ამოქმედდება.

„იუსტიციის სახლების მშენებლობა მიმდინარეობს ზესტაფონში, ხაშურში, სამტრედიაში.  ახლდება არსებული სახლები ახმეტასა და თერჯოლაში. დაგეგმილია  არსებული სახლების განახლება  მცხეთასა და საგარეჯოშიც,“-აცხადებს ლობჟანიძე.

მისი განცხადებით,  სერვისების ხელმისაწვდომობის ნაწილში, როგორც მიმდინარე, ასევე მომდევნო წელს საკმაოდ დიდი ნაბიჯები იგეგმება. როგორც ლობჟანიძე განმარტავს,  პრიორიტეტია უკვე არსებული სერვისები ხელმისაწვდომობა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის სულ 28 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023