საზოგადოება
24/04/2023

წელს ბუმი იქნება მაღალი დონის არტისტების,₾100 მლნ-ის შემოსავალს ველოდებით - პრემიერი

იცით რომ უკვე წარმატებით დასრულდა, კულტურის სამინისტრო მუშაობს ამ თემაზე, ასევე ადმინისტრაციაც - „ბლექ სი არენა“ - ს მენეჯმენტმა, ძალიან კარგად იმუშავა, მათ კონკრეტული გეგმა წარმოადგინეს და წელს ბუმი იქნება მაღალი დონის შემსრულებლების, არტისტების, მათი კონცერტები გაიმართება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტზე და აღნიშნა, რომ ქვეყანა ელის როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ შემოსავლებს.

„აქვე მინდა განმარტების სახით გითხრათ, საუბარი იყო, რომ თითქოს 70 მილიონი ლარი იხარჯება ამ კონცერტებში, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს ბიუჯეტი, მაგრამ ჩვენ შემოსავლებს ველოდებით, როგორც პირდაპირს ასევე არაპირდაპირს, შეიძლება იყოს მინიმუმ 100 მილიონ ლარზე საუბარი, ამას ემატება ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, ზოგადად პრესტიჟი და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამას გავაგრძელებთ, ძალიან კარგი სხვა სიახლეებიც ექნებათ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს მსმენელებს და ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან წარმატებული სეზონი. ტურიზმში ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პროგრესი, ჩვენ შარშან საკმაოდ წარმატებული წელი გვქონდა 5 მილიონზე მეტი ვიზიტორი იყო. ასე რომ ამ მიმართულებით გვჭირდება უფრო მეტი მუშაობა,“- განაცხადა პრემიერმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023