საზოგადოება
17/08/2021

თიბისი IT აკადემიამ სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო

თიბისი IT აკადემიაში Devops-ის, data engineering-ისა და NET-ის კურსებზე სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო. თითოეულ კურსზე ჟიური 30-მდე სტუდენტს შეარჩევს, რომლებიც სწავლას ოქტომბერში, აკადემიაში სრულიად უსასყიდლოდ შეძლებენ.

5 თვის განმავლობაში, ინფორმაციული ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდები ახალი პროფესიის შესწავლას ან ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ.

კურსს სფეროს პროფესიონალი მენტორები გაუძღვებიან. თიბისის IT Development-ის გუნდის ლიდერები ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეთოდით, სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემენ, რეალურ პროექტებზე იმუშაონ და გაიღრმავონ ცოდნა.

კურსზე მოსახვედრად დაინტერესებულმა პირებმა ტესტირების და გასაუბრების ეტაპები უნდა გაიარონ, რის შემდეგაც მოხდება აპლიკანტების შერჩევა.

თიბისი IT აკადემიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე კურსებზე რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე.

საგანმანათლებლო პლატფორმა, ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია თიბისიმ 2019 წელს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დააფუძნა. აკადემიის მიზანი ახალი თაობის განათლების ხელშეწყობა და მათთვის ისეთი ცოდნის გაზიარებაა, რაც პროფესიონალებად ჩამოყალიბებისა და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

2019 წლიდან დღემდე თიბისი IT აკადემიაში უკვე 250-მდე ახალგაზრდამ გაიარა სხვადასხვა კურსი. 100-ზე მეტი სტუდენტი თიბისი ჯგუფში დასაქმდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023