საზოგადოება
09/03/2022

თიბისი გუნდის უკრაინელ წევრებს და მათ ოჯახებს დაეხმარება

თიბისი გუნდის უკრაინელ წევრებს და მათ ოჯახებს დაეხმარება.

"უკრაინაში შექმნილი ვითარება თითოეული ქართველისთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. ჩვენთვის, გუნდის, როგორც ქართველი, ისე უცხოელი წევრების უსაფრთხოება და სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია. მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენს უკრაინელ თიბისელებს და მათ ოჯახებს ფინანსურად დავეხმაროთ და გვერდში დავუდგეთ.

ჩვენი გუნდის 12 უკრაინელი წევრი კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში ცხოვრობს და დისტანციურად მუშაობს ქართველ კოლეგებთან ერთად. პანდემიის დაწყებიდან, თიბისის 8 ქვეყნიდან შემოუერთდნენ თანამშრომლები, მათ შორის დიდი ტექნოლოგიური გუნდი უკრაინიდან. ამ რთულ დროში, თანაგუნდელების გვერდში დგომა ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია და ყველაფერს გავაკეთებთ მათი მორალური და ფინანსური მხარდაჭერისთვის.

უკრაინელი თანამშრომლები ძირითადად ტექნოლოგიური პროექტების აღსრულებაში არიან ჩართულები, ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა -  შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, საკომუნიკაციო არხების დეველოპმენტი და სხვა მნიშვნელოვანი სისტემები.

გუნდის წევრები მხნედ არიან, ისინი ნამდვილად გმირები არიან. ბევრი მათგანი, საომარი სიტუაციის მიუხედავად, შეძლებისდაგვარად ახერხებს სამუშაო პროცესში ჩართვას.

თიბისის მთავარი მისია ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა, რაც ამ რთულ დროში ჩვენი კიდევ უფრო საჭირო და ბუნებრივი სურვილია. დარწმუნებული ვართ, მშვიდობა მალე დაისადგურებს და არცერთ ადამიანს საფრთხე აღარ შეექმნება", - ნათქვამია თიბისის გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023