საზოგადოება
24/04/2023

"თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში ყოველდღიური მორეცხვის სამუშაოები დაიწყო

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დედაქალაქში ყოველდღიური მორეცხვის სამუშაოები დაიწყეს. ამჯერად მიწისქვეშა გადასასვლელები მოირეცხა და ამინდის გაუმჯობესებისთანავე ქუჩების სისტემატური მორეცხვა განხორციელდება.

სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილეები გაეცნენ.

„დღეს 15 მიწისქვეშა გადასასვლელი ირეცხება სპეციალური ხსნარებით. გამომდინარე იქიდან, რომ წვიმიან ამინდში ქუჩების მორეცხვის საჭიროება არ არის, მას შემდეგ შევასრულებთ ანალოგიურ სამუშაოს, როდესაც ამინდი გაუმჯობესდება. ვფიქრობთ, ამ კვირის განმავლობაში გადავალთ გზების ინტენსიურ მორეცხვაზე. მსგავსი ტიპის სამუშაოები, თბილისის მასშტაბით, მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება“, - აღნიშნა დირექტორის მოადგილე დავით გელოვანმა.

მიწისქვეშა გადასასვლელების, გზების, ნაგავშემკრები კონტეინერებისა და ტრანსპორტის გაჩერებისთვის განკუთვნილი მოსაცდელების მორეცხვა გრაფიკის მიხედვით განხორციელდება. ქუჩები, საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა ინტენსივობით მოირეცხება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023