საზოგადოება
25/11/2020

თბილისში უკანონოდ მითვისებულ მიწაზე აშენებული შენობები დემონტაჟს დაექვემდებარება

თბილისში უკანონოდ მითვისებულ მიწის ნაკვეთებზე აშენებული შენობები დემონტაჟს დაექვემდებარება.

თბილისის მერმა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავას ასეთი შენობების დროული დემონტაჟი დაავალა.

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში მსგავსი ფაქტები გახშირდა, რასაც მუნიციპალიტეტის მხრიდან რეაგირება მოყვება.

„მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების უკანონოდ დატაცება კატეგორიულად მიუღებელია. ამას არ დავუშვებთ. მსგავსმა ფაქტებმა სისტემატური სახე მიიღო და უკვე ბევრი შემთხვევა გვაქვს. რამდენიმე კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე გაფრთხილება მოსახლეობამ მიიღო, მაგრამ თუ თავად იმ პატარა შენობა-ნაგებობების დემონტაჟს არ განახორციელებენ, დემონტაჟს მუნიციპალური ინსპექცია გააკეთებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროცესში თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას შინაგან საქმეთა სამინისტროც დაეხმარება.

„კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფო და მუნიციპალური საკუთრების უკანონოდ მითვისება. ეს არც ჩემია, არც თქვენი. ეს სახელმწიფოს საკუთრებაა და არავის უნდა მივცეთ იმის უფლება და შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი მიიტაცოს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023