საზოგადოება
12/10/2020

თბილისში COVID-ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა მკაცრი შეზღუდვები არ დაწესდება

მიუხედავად იმისა, რომ თბილისში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება, მკაცრი სისტემური შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება, - საკითხზე უწყებათშორის კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.

სხდომაზე აღინიშNა, რომ ვირუსთან ადაპტაციის და მართვის ეტაპზე, გრძელდება ლოკალური და წერტილოვანი მიდგომები, როგორი პრაქტიკაც გამოიყენება ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე.

საბჭო მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეასრულონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რჩევები, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და შეინარჩუნონ მუშაობის დისტანციური რეჟიმი.

საბჭო რეკომენდაციით მიმართავს ხანდაზმულებს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევების გარდა, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქში მობილობა განსაკუთრებით მაღალია და ვირუსიც შესაძლოა უფრო სწრაფად გავრცელდეს, საბჭოს რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეებშიც ატარონ, რამდენადაც ის მსოფლიოში ამ ეტაპზე თავდაცვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 272 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 6 538 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 92 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5590 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 1393 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023