საზოგადოება
22/02/2023

თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე არსებული საგზაო კვანძი წესრიგდება

ალექსანდრე ყაზბეგის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის კვეთაზე არსებული საგზაო კვანძი წესრიგდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და ქალაქის მასშტაბით დაწყებული 12 პრობლემური საგზაო კვანძის მოწესრიგების სამუშაოებზე ისაუბრა.

მისივე განცხადებით, ამ კვანძებს შორის ერთ-ერთ მონაკვეთზე - ალექსანდრე ყაზბეგის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის კვეთაზე არსებულ გზაჯვარედინზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, გადაადგილების შეფერხების თავიდან ასაცილებლად, სამუშაოები ღამის საათებში იწარმოებს.

„დაწყებული გვაქვს 12 პრობლემური საგზაო კვანძის მოწესრიგება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც საზოგადოებას წარვუდგინეთ და ვთქვით, თუ როგორ ვფიქრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებას, რათა  ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა და კომფორტულობა კიდევ უფრო გავზარდოთ.  ქალაქში გვაქვს კონკრეტული ადგილები, სადაც გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს. არსებობს შესაბამისი სივრცეები, რომელსაც მოწესრიგება სჭირდება და ამ მიმართულებით, სამუშაოები მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი საგზაო მონაკვეთია ალექსანდრე ყაზბეგის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის კვეთაზე არსებული გზაჯვარედინი. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მოძრაობა დღის საათებში ნაკლებად შევზღუდოთ, აღნიშნული კვანძის მოსაწესრიგებლად საჭირო სამუშაოები, განსაკუთრებით, ღამის საათებში ჩატარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ პრობლემურ 12 კვანძზე სამუშაოები ერთდროულად ვერ იწარმოებს, რადგან მოძრაობის შეზღუდვა მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს გამოიწვევს.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღნიშნული სამუშაოები მაქსიმალურად სწრაფად დავასრულოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.  

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023