საზოგადოება
07/04/2023

თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პირველი ნაწილი დასრულდა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დაასრულა.

პროექტის ფარგლებში შესრულებულ და დაგეგმილ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან  და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გიორგი აბუთიძესთან ერთად გაეცნო.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული სივრცე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ის იერსახის უცვლელად განახლდა.

„დავასრულეთ ფილარმონიის წინ არსებული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი. აღნიშნული სივრცე იყო მთლიანად ამორტიზებული - დამტვრეული ფილები, მოშლილი სადრენაჟო სისტემა, ქვემოთ არსებულ ოთახებში წვიმის დროს წყალი ჩადიოდა. ეს ყველაფერი მოწესრიგდა. თქვენ იცით, რომ აღნიშნული სივრცე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და რა თქმა უნდა, პირვანდელი სახით აღდგა. სამუშაოების მეორე ეტაპზე განხორციელდება შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები, „მუზის“ ქანდაკებაც რეაბილიტირდება და გაიწმინდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ე.წ. ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით; მოეწყო ჰიდროიზოლაცია, რათა უხვი ნალექის დროს სარდაფები დაცული იყოს დატბორვისგან; განახლდა საკონცერტო დარბაზთან ასასვლელი კიბეები. უახლოეს პერიოდში, დაგეგმილია ლითონის მოაჯირების მონტაჟი, რომელიც დამზადების პროცესშია. ასევე, დაიწყება ტერიტორიაზე არსებული შადრევნის რეაბილიტაცია.

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023