საზოგადოება
10/04/2023

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გოგი ჩიქოვანი უხელმძღვანელებს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის პოზიციაზე გოგი ჩიქოვანი წარადგინა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გოგი ჩიქოვანი ამ დრომდე კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.

კახა კალაძემ მას ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.

„გვაქვს საკადრო ცვლილებები. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის პოზიციაზე მინდა წარმოგიდგინოთ გოგი ჩიქოვანი, რომელიც აქამდე იკავებდა კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას. მას ებარა განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება, რასაც წარმატებით უძღვებოდა. გოგი ჩიქოვანის უშუალო ორგანიზებით, არაერთი ახალგაზრდული და საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა და ის ერთ-ერთი საიმედო პროფესიონალია ჩვენს გუნდში. გოგი არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, რაც კიდევ ერთი უპირატესობაა ამ პოზიციაზე. ვფიქრობ, გოგი ჩიქოვანი სწორედ ის ადამიანია, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის დახვეწას, ასევე, ბავშვების უსაფრთხოებას და იმ გამოწვევების დაძლევას, რაც ზოგადად, სკოლამდელი აღზრდის სისტემაში არსებობს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს, კახაბერ გვანცელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო კახა გვანცელაძეს, რომელიც აქამდე იკავებდა სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციას. მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პოსტი დაეტოვებინა. პირველ რიგში, ვუსურვებ ჯანმრთელობას. მადლობას ვუხდი გაწეული შრომისა და საქმიანობისთვის და წარმატებებს ვუსურვებ ნებისმიერ მიმართულებაში“,  - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023