საზოგადოება
15/02/2023

თბილისის მერმა ჩუღურეთის გამგებლობის კანდიდატად დავით მაქაცარია წარადგინა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით მაქაცარიას კანდიდატურა წარადგინა.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა,დავით მაქაცარიას საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნია.

„თქვენ იცით, რომ ვაკანტურია ჩუღურეთის რაიონის გამგებლის თანამდებობა. მინდა, ამ პოზიციაზე გამგებლობის კანდიდატად წარვადგინო დავით მაქაცარია. მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოში გადაიგზავნება და დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერა ექნება. დავითი პროფესიით ეკონომისტია, საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ის ბოლო წლებში საქმიანობდა ბიზნეს სექტორში. დარწმუნებული ვარ, მისი მრავალფეროვანი გამოცდილება  გამოადგება ჩუღურეთის რაიონს და იქ მცხოვრებ ადამიანებს. მინდა, დავითს წარმატებები ვუსურვო. რაიონში ბევრი პროექტია განსახორციელებელი, არის პრობლემები. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რაიონს ჰყავდეს პასუხისმგებლობის მქონე ხელმძღვანელი, რომელიც ჩვენს გუნდთან ერთად, ღირსეულად უპასუხებს არსებულ გამოწვევებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023