საზოგადოება
20/04/2023

თბილისის მერიამ ავარიული კორპუსის ჩანაცვლებაზე მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა 40 მისამართიდან მიიღო

ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, თბილისში უკვე 40-მდე მისამართზეა მიღებული მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა.

ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ ტელეკომპანია „პოსტივის“ გადაცემაში „ბიზნეს პოსტი“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სამგორის რაიონში მიმდინარეობს „ხრუშოვკის“ ჩანაცვლების პირველი პროექტის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მომავალი წლის ბოლოს დასრულდება და 36 ოჯახი დაკმაყოფილდება. პროექტს „თეთრი კვადრატი“ახორციელებს. ამასთან, სოხაძის თქმით, ოჯახებს ახალაშენებულ კორპუსში გადაეცემა ზუსტად იმდენი ფართი, რამდენსაც ისინი საცხოვრებლად იყენებდნენ და არ იქნება გათვალისწინებული ისეთი ფართები, როგორიცაა ფარეხი, სხვენი და სარდაფი. რევაზ სოხაძის თქმით, სამგორის რაიონში კიდევ 10 მისამართზე აქტიურადაა დაწყებული მუშაობა და წელს მშენებლობები დაიწყება.

„თბილისში 40-მდე მისამართზეა 100-პროცენტიანი თანხმობა და მერიის განვითარების ფონდი აქტიურად მუშაობს, რომ ეს პროცესი მივიდეს მშენებლობებამდე. ესენია საბურთალო, გლდანი, ნაძალადევი, ყველა რაიონი. ვისურვებდი, მეტი ჩართულობა და მზაობა იყოს მოსახლეობის მხრიდან. თუმცა ისიც გასაგებია, რომ ამ პრობლემაზე ათეული წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საუბარი და საქმე არავის გაუკეთებია. მაგრამ პროცესი ძალიან აქტიურად მიმდიანრეობს. მერია დაინტერესებულია, სწრაფად დასრულდეს მშენებლობა და ბოლოში გავიდეს,“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ და აღნიშნა, რომ „თეთრი კვადრატის“ გარდა, აღნიშნული პროექტით უამრავი სამშენებლო კომპანიაა დაინტერესებული.

ცნობისთვის: იმისთვის, რომ ავარიული კორპუსი აღნიშნულ პროგრამაში მოხვდეს, იქ მცხოვრები ყველა პირის თანხმობა უნდა არსებობდეს. მას შემდეგ, რაც შეთანხმება შედგება, საბოლოო გადაწყვეტილებას თბილისის განვითარების ფონდი მიიღებს. ამის შემდეგ კორპუსის დემონტაჟი და ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საპროექტო სამუშაოები დაიწყება. მშენებლობის პროცესში კორპუსიდან გაყვანილ მოსახლეობას ქირის ღირებულებას მუნიციპალიტეტი დაუფარავს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023