საზოგადოება
01/03/2022

თბილისის მერია ახალგაზრდებს სოციალური მეწარმეობის პროექტებს დაუფინანსებს

თბილისის მერია სოციალური მეწარმეობის პროექტების დაფინანსების პროგრამას იწყებს. 

როგორც თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება სოციალური მისიის მქონე პროექტები, ასევე, ისეთი პროდუქციისა და სერვისების შექმნა, რომელთა განხორციელების პროცესში ახალგაზრდები დასაქმდებიან და ძირითადი მომხმარებლებიც ისინი იქნებიან. 

მისი თქმით, დაფინანსდება სოციალური მისიის მქონე პროექტები მცირე ზომის საწარმოების, ლაბების, შემოქმედებითი სტუდიების, სახელოსნოების, ჰოსტელების, კაფე- ბარების, სასწავლო და გასართობ-რეკრეაციული ცენტრების შექმნისა და განვითარების მიზნით. ერთი პროექტის ფარგლებში, დაფინანსების მაქსიმალური ზღვარი 30 000 ლარს შეადგენს.

„ვიწყებთ ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების დაფინანსების პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული სოციალური საწარმოების ფინანსურ მხარდაჭერას და ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელსაც ექნება ერთი მხრივ, სოციალური, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური მიზანი, მოემსახურება შემოსავლის მიღებას და ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საპროექტო განაცხადის ფორმა მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე 10 მარტიდან განთავსდება, განაცხადების მიღება კი, როგორც მერიაში, ასევე, ელექტრონულად, ვებგვერდის – www.ms.gov.ge მეშვეობით, 30 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

„პროექტის ფარგლებში. შესაძლებელია დაფინანსდეს დანადგარები, ტექნიკა, სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები და მასალები, ასევე, პროექტის განსახორციელებლად საჭირო სხვადასხვა სერვისი და საოპერაციო ხარჯები. დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების ინფორმირების მიზნით, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური განაცხადების მიღებამდე, პრეზენტაციას გამართავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023