საზოგადოება
13/07/2021

თამარ გაბუნია: მძიმე ეპიდსიტუაციაა, ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას შეფასებით, ქვეყანაში მძიმე ეპიდსიტუაციაა. ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია ბავშვებში, რის გამოც პედიატრიული საწოლების დამატების საჭიროება გახდა. 

“პანდემიის დღევანდელი სიტუაცია ძალიან მძიმეა და აყენებს განსაკუთრებულ რისკებს მოსახლეობის ჯანმრთელობის, ზოგადად საზოგადოების სოციალური და ნებისმიერი სხვა პროცესების განვითარების კუთხით. გუშინდელი შემთხვევების რაოდენობა აღემატება 1800-ს. ეს ჯამური მაჩვენებელია, თუმცა მაინც მიუთითებს ბოლო 2 კვირის განმავლობაში შემთხვევების განსაკუთრებით გააქტიურებას.

გასული 2-3 დღის მანძილზე ჩვენ მოგვიწია პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც მიუთითებს ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელს. თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მესამე ტალღის პირობებში პრაქტიკულად დაუტვირთავი იყო, უკვე გადატვირთულია და ჩვენ მოგვიწია უკვე დამატებით საწოლების მობილიზება პედიატრიული პაციენტებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება და ამ შემთხვევაში მთავარი გადაწყვეტა ისევ და ისევ არის, ვაქცინაციის პროგრამა, მიუხედავად ყველაფრისა, ზოგადად დაძაბული საზოგადოებრივი ფონისა ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ყველას ინტერესია, ვაქცინაციის პროგრამა განხორციელდეს შეფერხების გარეშე“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში მობილიზებულია 1 მილიონი დოზა “სინოფარმის“ და “სინოვაკის“ ვაქცინა, რომლის ეფექტურობაც ძალიან მაღალია ჰოსპიტალიზაციის და ლეტალობის თავიდან აცილების კუთხით.  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023