საზოგადოება
03/08/2021

თამარ გაბუნია: ამ ეტაპზე დამატებითი აკრძალვების შემოღება არ იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით დამატებითი რეგულაციების ან რაიმე აკრძალვების შემოღება არ იგეგმება. 

“თუმცა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება მომდევნო ეტაპებზე. ჩვენ ახლა ვართ პიკის ფაზაში“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

მისი თქმით, ეპიდემიის მართვის აქტიური ინსტრუმენტია ვაქცინაცია, რაც ქვეყანას აქვს. აგრეთვე სიტუაციის მართვა დამოკიდებულია მოქალაქეების თვითშეგნებაზეც. 

მინისტრის მოადგილე მოქალაქეებს მოუწოდებს, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში გამოიყენონ პირბადე, აგრეთვე თავი შეიკავონ ქორწილებისა და ხალხმრავალი ღონისძიებების მოწყობისგან.  

“პროგნოზული გაურკვევლობა ბევრად უფრო მაღალი ხარისხის იყო წინა ტალღების შემთხვევაში, ვიდრე ჩვენ ეს დღეს გვაქვს. ასევე გარკვეული გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში დაგროვდა იმასთან დაკავშირებით, რამდენ შემთხვევას შეიძლება გავართვათ თავი. ჩვენი მთავარი რეკომენდაციაა, პირბადის გამოყენების წესის მაქსიმალურად აღსრულება“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

მისი თქმით, მობილობის შეზღუდვა შესაძლებელია ისევ დადგეს დღის წესრიგში, თუ ჰოსპიტალური და ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობა იქნება კრიტიკული. 

“ჯერჯერობით ჯანდაცვის სექტორს აქვს იმის რესურსი, რომ მზარდი შემთხვევები მართოს, როგორც ბინაზე, ასევე ჰოსპიტალში“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023