საზოგადოება
09/09/2021

თამარ გაბუნია: 2022-დან ახალი ტალღაა მოსალოდნელი, აუცილებელია 60 წლის ზემოთ პირების აცრა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნია პროგნოზირებს, რომ 2022-დან, ახალი წლის შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსის მე-5 ტალღა იქნება, რასაც 60 წლის ზემოთ პირები მომზადებულები, ანუ ვაქცინირებულები უნდა შეხვდნენ. 

მისი განცხადებით, ჰოსპიტალიზაცია და ლეტალობაც 60 წლის ზევით პირებში ფიქსირდება. ვაქცინაციის ყველაზე ნაკლები მაჩვენებელიც სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფშია. 

“რა თქმა უნდა ჩვენი მიზანია, მოკლე დროში ბევრი მოქალაქე მოვიცვათ, მაგრამ, პროგრამები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმავს, უფრო მეტად მიმართული იქნება 60 წლის ზემოთ პირებზე, რადგან შემდეგი ტალღა რეალურად კრიტიკულად საშიში იქნება ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ ჩვენ ახლა არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას. 

ვერასდროს გამოვრიცხავთ, სამომავლოდ რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს. კორონავირუსის ასეთი უპროგნოზო და სარისკო ქცევის და ცვლილებების პირობებში, რა თქმა უნდა ზოგადად მოლოდინია, რომ შესაძლებელია კიდევ სხვა ტალღა იყოს, ამისთვის მაქისმალურად მზად უნდა ვიყოთ. ახალი ტალღა მოკლე მომავალში არ იქნება, მაგრამ სავარაუდოდ მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ, ახალი წლის შემდეგ“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023