საზოგადოება
02/02/2023

ტაქსის ნებართვა 1 000 და 2 000 ლარზე მეტი ეღირება - კალაძე

ნებართვა, რომელსაც ტაქსის მძღოლები ფლობენ, პირველი აპრილიდან უვადო გახდება და მფლობელის საკუთრება იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტი შექმნის პლატფორმას, სადაც ნებართვის მფლობელს შეეძლება, აღნიშნული ლიცენზიით ივაჭროს. 

„ეს ნებართვა პირველი აპრილიდან იქნება თქვენი საკუთრება მუდმივად. მეტ ლიცენზიას, ნებართვას დედაქალაქის მუნიციპალიტეტი აღარ გასცემს. ვნახეთ, როგორ რეგულირდება ეს საკითხი ევროპულ ქვეყნებში. ალბათ, ვინც ამ მიმართულებით მუშაობთ, ჩემზე მეტი ინფორმაცია გაქვთ და იცით, რომ ტაქსის ნებართვები აღარ არსებობს საერთოდ. ის ოჯახებიდან გადაეცემა იმ ადამიანებს, ვისაც თავის დროზე აღებული აქვს ნებართვა. თუ ადამიანს არ აქვს სურვილი, ამ ნებართვით გააგრძელოს საქმიანობა, ვქმნით შესაბამის პლატფორმას, სადაც შეეძლება, ამ საქმიანობის ლიცენზია გამოიტანოს და ივაჭროს. ნებართვა 1 000 და 2 000 ლარი კი არ ეღირება, არამედ გაცილებით მეტი. ამას ცხადია, გარკვეული დრო დასჭირდება. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, ხელში მნიშვნელოვანი აქტივი გქონდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

პრეზენტაციაზე რეფორმის მესამე ეტაპის დეტალებზე თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემაც ისაუბრა.

„ტაქსების რეფორმაზე რამდენიმე წელი ვიმუშავეთ. ჩვენი მიზანი იყო, გაგვეძლიერებინა ბაზარი და ამასთანავე, გაგვეუმჯობესებინა ტაქსით მომსახურების ხარისხი. მესამე ეტაპზე, შეიქმნება A კატეგორიის ნებართვის ბაზარი. ერთწლიანი, A კატეგორიის ნებართვები გახდება მუდმივი, უვადო. ბაზარზე დაშვებული იქნება A კატეგორიის ნებართვებით ვაჭრობა, ყიდვა-გაყიდვა, იჯარით გაცემა-მიღება და ნებართვის უფლებრივად დატვირთვა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ A კატეგორიის სანებართვო ბაზარზე, ფიზიკური პირების გარდა, იურიდიული პირებიც შემოვლენ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე განმარტებით, მიმდინარე წლის 20 მარტიდან მუნიციპალიტეტი არსებული, ძველი სისტემით, A კატეგორიის ნებართვების გაცემას შეწყვეტს.

„2023 წლის 20 მარტიდან მუნიციპალიტეტი შეწყვეტს არსებული, ძველი სისტემით A კატეგორიის ნებართვების გაცემას, ხოლო 2023 წლის პირველი აპრილიდან ერთჯერადად, მუნიციპალიტეტი გასცემს ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვებს. ახლა უკვე ისმის ყველაზე მთავარი კითხვა: ვისზე გაიცემა ეს A კატეგორიის, ახალი სისტემით გათვალისწინებული ნებართვები? პირველი აპრილიდან მუნიციპალიტეტი ახალი სისტემით გათვალისწინებულ, A კატეგორიის ნებართვას გასცემს ყველა იმ ფიზიკურ პირზე, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ნებისმიერ პერიოდში, თუნდაც ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას, ერთ ფიზიკურ პირზე ერთი ნებართვის პრინციპით“, - აღნიშნა ვიცე-მერმა.

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი გააცნო.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023