საზოგადოება
05/04/2023

ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge ამოქმედდა

1-ელი აპრილიდან ამოქმედდა ტქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც, ხელმისაწვდომი გახდა ვებგვერდის - taxi.tbilisi.gov.ge განახლებული ვერსია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ვებგვერდზე განთავსებულია მოხმარების ინსტრუქცია. მინდა, თითოეულ ტაქსის მძღოლს და ნებართვის მფლობელს წარმატებები ვუსურვო და მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებისთვის წარმატების მომტანი იქნება აღნიშნული ცვლილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 1-ელი აპრილიდან ამოქმედდა ცვლილებები, რომელიც A კატეგორიის ტაქსებს შესაძლებლობას აძლევს, მგზავრი აიყვანოს და ჩამოსვას ე.წ. ბასლეინში.

ავტობუსის ზოლის გადაკვეთა შესაძლებელია შემდეგ გამზირებსა და ქუჩებზე: მოსკოვის გამზირი, ჯავახეთის ქუჩა, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა, სესილია თაყაიშვილის ქუჩა, ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი, ქეთევან დედოფლის გამზირი, გრიგოლ ორბელიანის მოედანი, რუსთაველის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის გამზირი, მერაბ კოსტავას ქუჩა, თამარ მეფის გამზირი, ჟიული შარტავას ქუჩა, ანა კალანდაძის ქუჩა, პეკინის გამზირი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, მიხეილ თამარაშვილის ქუჩა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი, სანდრო ეულის ქუჩა,  გრიგოლ რობაქიძის გამზირი, მირიან მეფის ქუჩა, პეტრე იბერის ქუჩა.

მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ  შემდეგი წესები: ავტობუსის ზოლის გადაკვეთა შესაძლებელია მხოლოდ მოძრაობის მიმართულებით, სადაც განთავსებულია შესაბამისი საგზაო ნიშანი. მგზავრთა ჩასხდომის ან ჩამოსმის მიზნით, ავტობუსის ზოლში გადაადგილება და მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ წყვეტილი ხაზიდან მომდევნო წყვეტილ ხაზამდე. გზის გაგრძელების შემთხვევაში, მძღოლი დაჯარიმდება. რაც შეეხება უწყვეტ ხაზს, მისი გადაკვეთა აკრძალულია.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023