საზოგადოება
19/05/2021

სპორტის სასახლის მიმდებარედ ე.წ. ბარაკების ნაცვლად სკვერი მოეწყო

საბურთალოს რაიონში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. ბარაკების ტერიტორიაზე სკვერი მოეწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებების შედეგად, ტერიტორიაზე 1 300 კვ. მეტრზე გამწვანებით, ხე-მცენარეებითა და საპარკე ინვენტარით აღჭურვილი დასასვენებელი სივრცე განთავსდა. 

„კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორი გადატვირთულია სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ შეიძლება კონკრეტული სივრცეების ურბანულად განვითარება. აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო ე.წ.  ბარაკები, სადაც სავარაუდოდ, საცხოვრებელი კორპუსი აშენდებოდა. გვქონდა მოლაპარაკებები ადგილობრივ მოსახლეობასთან და აღნიშნულ ტერიტორიაზე ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე მოვაწყვეთ. დიდი არ არის - დაახლოებით, 1 300 კვ. მეტრზეა გაშენებული. რომ არა ჩვენი გადაწყვეტილება და მოლაპარაკებები, ალბათ, აქაც საცხოვრებელი კორპუსები ჩაიდგმებოდა და მიმდებარე ტერიტორია კიდევ უფრო გადაიტვირთებოდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023