საზოგადოება
21/04/2023

სოლომონ პავლიაშვილი გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტის (PTB) წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობების საკითხები განიხილეს.

სოლომონ პავლიაშვილმა ნარჩენების მართვის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა და ყურადღება ნარჩენების მართვის კოდექსის, ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტების შემუშავების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ნარჩენების მდგრადი მართვა და განვითარება მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვას, რაც, თავის მხრივ, მწვანე ეკონომიკის მოდელის აღსრულების ინსტრუმენტს და ნარჩენების მართვის მაღალ სტანდარტს წარმოადგენს“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

საუბარი შეეხო ქვეყანაში ეკომეგობრული ტექნოლოგიების შესაბამისობების დადგენისთვის სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის გაძლიერებისა და ნარჩენების გადამმუშავებელი საწარმოების წახალისების მნიშვნელობის საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტი (PTB), საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, რამდენიმე ათწლეულია საქართველოში პროექტებს ახორციელებს მეტროლოგია, სტანდარტიზაცია, აკრედიტაცია, შესაბამისობის შეფასება და სხვა მიმართულებებით.

შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023