საზოგადოება
09/09/2021

SOLO-ს მხარდაჭერით 15-19 სექტემბერს მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების ფესტივალი გაიმართება

15-19 სექტემბერს მესტია საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ეს იქნება პირველი ასეთი ფორმატის ფესტივალი მთიან საქართველოსა და კავკასიაში.

ფესტივალი გაიხსნება მერაბ კოკოჩაშვილის მთის თემატიკის ფილმით „მწვერვალი“, რომელიც კინოსტუდია „ქართულმა ფილმმა“ აღადგინა ეროვნული არქივის ხელშეწყობით.

ფესტივალი კი გიორგი მრევლიშვილის ფილმით - „საქართველოს დაკარგული ხეობები“ დაიხურება, რომელშიც მაყურებელი 20-იანი წლების ამერიკელი მოგზაურის მიერ აღბეჭდილ კადრებს იხილავს.

ფესტივალს საქართველოს სხვა კინოფესტივალებიდან განსხვავებს ის, რომ საუკეთესო ფილმების გვერდით, პირველად გაიცემა პრიზი- საუკეთესო კინომუსიკისა და საუკეთესო კინომხატვრობისთვის. პრიზების დიზაინი და შინაარსი მთლიანად სვანეთის ისტორიაზე და ბუნებაზეა მორგებული, რაც ერთგვარი სიურპრიზი იქნება მაყურებლისთვის.

საკონკურსო სექციების გარდა, ევროპელი პარტნიორებისთვის ფესტივალს სპეციალური სექცია ექნება. პესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი კონომაგნატები, როგორიცაა: ARRI და მისი შვილობილი კომპანია Playmaker და ARSENAL; კინოს და ვიდეოხელოვნების ინსტიტუტი და კინოთეატრი, რომელსაც ბერლინალეს ფარგლებში საკუთარი საკონკურსო სექცია-ფორუმი აქვს. ასევე, ფესტივალზე ცალკე იქნება წარმოდგენილი კინოსტუდია „ქართულ ფილმი“, რომელიც წელს ახლადაღდგენილი, უნიკალური ანიმაციური ფილმებით გაანებივრებს სტუმრებს.

ფესტივალზე უკვე შემოსულია 2420 ფილმი სხვადასხვა ქვენებიდან, საიდანაც შეირჩა 33 ფილმი, აქედან 26 მოკლმეტრაჟიანი და 7 მთის თემატიკის ფილმი, რომლებსაც სხვადასხვა სექციებში ფესტივალის მაყურებელი 15- 19 სექტემბერს იხილავს.

ფილმებს ფესტივალზე საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. ესენი არიან: ნანა ჯორჯაძე, ბარბარა გასერი (ოქროს გლობუსის ჟიურის წევრი), ზვიად დოლიძე, ემილის ველივისი.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა არსენალის მხარდაჭერა. ზუსტად არსენალის დამსახურებაა ქართული კინოს საბჭოთა კინოდან გამოყოფა და ათწლეულების მერე ეს მეგობრობა გრძელდება ჩვენი ფესტივალის სახით. ARSENAL განსაკუთრებული სექცია ექნება ფესტივალზე წარმოდგენილი, რომელიც გაიხსნება ნანა ჯორჯაძის საოცრად საინტერესო ფილმით - „ატლანტი“, რომელიც კინოინსტიტუტმა წელს აღადგინა და ახალი სიცოცხლე შესძინა. ეს ერთგვარი სიურპრიზი იქნება ქართველი მაყურებლისთვის და თვით ნანა ჯორჯაძისთვის, რადგან ფილმი დაკარგულად იყო მიჩნეული“,- განაცხადა კინოფესტივალის დამფუძნებელმა, ხათუნა ხუნდაძემ.

„SOLO-ს მიზანია, მხარი დაუჭიროს საერთაშორისო კინოფესტივალს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ფესტივალი პირველად ჩატარდება. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ფესტივალის მონაწილეებს და ჩვენს თავსაც. წინ მართლაც საინტერესო დღები გველის“,- განაცხადა SOLO Lifestyle -ის ხელმძღვანელმა, ნინო ჩიქოვანმა.

მესტიის კინოფესტივალის დამფუძნებლები ა(ა)იპ მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი და რეჟისორი და პროდიუსერი ხათუნა ხუნდაძეა.

ფესტივალის პარტნიორია „კინოინსტიტუტი“ და „კინოთეატრი“, გოეთეს ინსტიტუტი.

უფრო მეტი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023