საზოგადოება
29/12/2021

Skytrax-მა თბილისის აეროპორტს კოვიდუსაფრთხოების რეიტინგში 5 ვარსკვლავი მიანიჭა

საავიაციო სფეროში ყველაზე გავლენიანმა საკონსულტაციო კომპანია Skytrax-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს COVID-19 უსაფრთხოების რეიტინგში 5 ვარსკვლავი მიანიჭა.

დეკემბერში ჩატარებული აუდიტის დროს, Skytrax-ის დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, ტერმინალების სისუფთავე, დასუფთავებისა და დეზინფიცირების პროცედურები, სოციალური დისტანციის დაცვის რეგულაციები, მგზავრთნაკადის ორგანიზება/კონტროლი და უსაფრთხოების კუთხით დანერგილი 150-ზე მეტი პროტოკოლით შეაფასეს.

5 ვარსკლავიანი შეფასება ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 20 საერთაშორისო აეროპორტს აქვს მინიჭებული, მათ შორის არიან: ტოკიოს, პარიზის, ბაქოს, ბარსელონასა და მადრიდის მთავარი აეროპორტები.

"ქვეყანაში პანდემიის გამოცხადებიდან დღემდე, ჩვენთვის უპირველეს ამოცანას მგზავრებისა და ჩვენი თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა წარმოადგენს. შესაბამისად პირველივე დღეებიდანვე, ჩვენს მიერ მართვადი ორივე აეროპორტი მოვიყვანეთ იმ სტანდარტებთან შესაბამისობაში, რაც რეკომენდირებული იყო მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ძალიან გვიხარია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო აეროპორტად დასახელდა", -  აცხადებს ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე. 

Skytrax, მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ აეროპორტებსა და მგზავრებისთვის განკუთვნილ CIP დარბაზებში დანერგილი უსაფრთხოების 150-ზე მეტ პროტოკოლს აფასებს, რომლებიც დაკავშირებულია მომსახურების ყველა სერვისთან.

Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 33 წელია მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. 2020 წლიდან კი Skytrax COVID-19 უსაფრთხო აეროპორტების რეიტინგს აქვეყნებს. ამასთანავე Skytrax-ის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება „World Airport Awards“-ი, რომელიც მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზედიზედ მერვედ დასახელდა აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულში. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023